jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: ფოთი/ანაკლია (საჭიროების შემთხვევაში მოხდება პოზიციის საცხოვრებლით უზრუნველყოფა)

სამუშაო აღწერილობა:

** საინჟინრო ნახაზების მიხედვით სამუშაოს მოცულობის დათვლა
** ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი
** სამუშაო ნახაზების შემოწმება და კონტროლი
** საშემსრულებლო ნახაზების დამზადება
** ტერიტორიის აგეგმვა და შენობა-ნაგებობების კვლევა
** ტოპოგრაფიული რუკის მოსამზადებლად საველე და კამერალური აზომვა/დამუშავება
** დაკვალვის სამუშაოების შესრულება ელექტროტახომეტრის საშუალებით
** საველე მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება აღნიშნულ სფეროში
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, ArchiCAD, CIVIL 3D, Microsoft Office
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |