jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სადღეღამისო მოლარე ოპერატორი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.

პოზიცია: სადღეღამისო მოლარე ოპერატორი

ქალაქი სადაც იმუშავებ: თბილისი
სამუშაო გრაფიკი : 24 საათი 3 დღეში ერთხელ მორიგეობით (ღამე შესვენების საათებით)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ, სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებს;
** გამჭვირვალე საბონუსე სიტემას;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

ძირითადი ფუნქციებია:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** ოქროს შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** დაგვიანებული სესხების მონიტორინგი;
** სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება;
** კონვერტაციები;
** კომუნალური გადახდები;
** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება.

თუ ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული, თუ გინდა შეისწავლო ახალი საქმიანობა ან გინდა განავითარო შენი კარიერა ფინანსურ სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 25 წლიან ისტორიის მქონე კომპანიაში ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, ჩვენ გეძებთ შენ!

დამატებითი ინფორმაცია:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |