კომპანია "მორელლი ჯორჯია" (http://www.morelli.ge) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველად დოკუმენტებთან მუშაობა.
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი.
** მყიდველის შეკვეთების, რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადების გააქტიურება.
** კომპანიებისგან სასაქონლო ზედნადებების მიღება და შესყიდვების გაკეთება;
** ხელფასების დარიცხვა და საშემოსავლო გადასახადების დაანგარიშება/გადარიცხვა.
** ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადების გაანგარიშება და გადარიცხვა შესრულებული მომსახურებისთვის, პროგრამაში ასახვა და მიღება ჩაბარების აქტების მომზადება.
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
** იმპორტის გატარება.
** შედარების აქტების გაკეთება მყიდველებთან და მომწოდებლებთან.
** საავანსო გადახდების კონტროლი.
** ახალი მომხმარებლების და თანამშრომლების დამატება პროგრამაში და რს-ზე.
** გადარიცხვების შესრულება ინტერნეტ ბანკში, პროგრამაში მათი ასახვა და საგადახდო კალენდრის წარმოება.
** ფულადი ოპერაციების განხორციელება, ფულადი დისციპლინის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ხელზე ასაღები ხელფასი: 1500 ₾
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.mchedlishvili@morelli.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.