jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Intco
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "IntCo" ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ქ. თბილისში.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მოტივირებული ხალხით.

თქვენ გაიცნობთ დარგის ლიდერებს, ყოველდღიურად პროფესიულად გაიზრდებით და აღმოჩნდებით კარიერის სრულიად ახალ ეტაპზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის ფორმირება
** კორპორატიულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების ორგანიზება
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სრულად დაფინანსებულ მივლინებებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე, 3 გამოსაცდელი თვის მანძილზე 1000 ლარს და მეტს;
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას
** მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
** დამატებით ბონუსებს
** სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 1000 ლარიდან) და არის ზრდადი. მაღალი პრემიალური სისტემით.
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მე4 კურსის სტუდენტები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა,

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: intcoveric@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "sales".

შემოუერთდი "IntCo"-ს წარმატებულ გუნდს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |