იურიდიული კომპანია "Legal Aid Georgia" - "ლიგალ ეიდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი, ბიზნეს ცენტრი საბურთალო
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** კომპანიის წარმომადგენლობა და კომუნიკაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებთან;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სარჩელების, შესაგებლებისა და საჩივრების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
სამუშაო რეჟიმი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 სთ, (შესვენება 13:00-14:00სთ)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hrlageo@gmail.com.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.