"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- ოპერატორი (დისტრიბუციის მიმართულება)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში)
სამუშაო ადგილი-დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FIT PASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
მოვალეობები:
** კომპანიის საბითუმო მომხმარებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთის მიღება და პროგრამულად დამუშავება (გამოწერა)
** საბითუმო მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სიახლეების გაცნობა, როგორც სატელეფონი, ასევე წერილობითი გზით.
** ახალ საბითუმო მომხმარებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება
** მომხმარებლებისთვის პრეისკურანტის მომზადება (price list) და გადაგზავნა საჭიროების შემთხვევაში
** Rs.ge-ზე ზედნადებების ატვირთვა,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა სტაჟირების საფუძველზე)
** აღრიცხვის პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2023 წლის 4 ნოემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.