jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საუზმის მზარეული, მზარეულის და სტიუარდი
მომწოდებელი: მეღვინეობა გიუაანი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

გიუაანი მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეული / მზარეულის და სტიუარდის პოზიციაზე.

"გიუაანი" მდებარეობს საგარეჯოში, სოფელ მანავში. გიუაანის ღვინის ისტორია 1894 წლიდან იწყება. თანამედროვე ტურისტული კომპლექსი აერთიანებს ღვინის საწარმოს, სასტუმროს, რესტორანსა და ბარს.

საუზმის მზარეულის/ მზარეულის მოვალეობები:

** ევროპული და ქართული კერძების ცოდნა, ტექნოლოგია;
** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** პროდუქტების რაციონალური გამოყენება;
** პროდუქტებისა და კერძების ვარგისიანობის კონტროლი;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა;
** მარაგების კონტროლი;
** ყოველი თვის ბოლოს სამზარეულოს აღწერის უზრუნველყოფა
** HACCP სტანდარტების დაცვა და მუდმივი კონტროლი;
** მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება
** სტიუარდის მოვალეობები:
** ინვენტარის გარეცხვა, მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ადგილზე ცხოვრება/ ყოველდღიური ტრანსპორტირება
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ jobs@giuaani.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 41 25 12



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |