jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

მარკეტების ქსელი "გვირილა" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია არის სწრაფად მზადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** მენეჯერული რგოლის და ობიექტის პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
** ობიექტების სტაფის მოძიება და ტესტირების ეტაპის განსაზღვრა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში;
** ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დადგენილი ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პროდუქციაზე სწორი ფასდებულების დადებისა და სააქციო პოზიციების გაფორმების კონტროლი;
** ობიექტების მენეჯერების მიერ მარაგების მართვისა და შეკვეთების პროცესის კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადისა და თაროებზე FIFO-მეთოდით განთავსების კონტროლი;
** ობიექტებზე მენეჯერის ფულადი ლიმიტების (მათ შორის ხურდა ფულის უწყვეტობის) კონტროლი;
** მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების პრობლემების აკუმულირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აპექსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ-მდე;
** სამუშაო ადგილი: აღმოსავლეთ საქართველო;
** ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge.

წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რეგიონული მენეჯერი"

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |