jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 40

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების დარეგისტრირება და რიგის ნომრის მინიჭება;
** პაციენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და პირველადი ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო საათები: 09:30სთ-დან-17:00სთ-მდე
უქმე დღეები დასვენება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gaguaclinic.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |