"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლაბორატორიული მედიცინის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
** ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის, კოაგულოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს, თუმცა განიხილება მხოლოდ რეზიდენტურის გამოცდილების მქონე კანდიდატიც);
** ლაბორატორიულ ტექნიკასთან და მიკროსკოპთან მუშაობის გამოცდილება;
** ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო უნარები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პაციენტებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გამოკვლევების ჩატარება ლაბორატორიული ტექნიკის გამოყენებით;
** შედეგების ინტერპრეტაცია და სამედიცინო დასკვნის დაწერა;
** საერთაშორისო გაიდლაინების ცოდნა და შიდა პროტოკოლების შედგენა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 09:00-17:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას 21.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია რეკომენდაციაც) ელექტრონულ მისამართზე: career@toduaclinic.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!