თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ეძებს დღის ქოლ-ცენტრის ოპერატორს.
ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 15:00 - ის ჩთ.
სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
ანაზღაურება: 600 ლარი [ხელზე ასაღები]
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარის ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარის იდენტიფიცირება და გადამისამართება;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია / ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი რეაგირება;
** მიღებული ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვა;
** სხვადასხვა გამავალი ზარების წარმოება, ინფორმაციისა და შეთავაზების ეფექტური მიწოდება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა;
** ზარების რეპორტების წარმოება მოთხოვნის შემთხვევაში;
** თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება / სტუდენტი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიღებული ინფორმაციის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
ორგანიზებული;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.