სასტუმრო "გრანდერი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
ფუნქცია/მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრის მიღება/რეგისტრაცია/განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგისტრაცია;
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლის განვითარებაზე
ანაზღაურება/პირობები: ფიქსირებული ხელფასი
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დაზღვევის პროგრამით, კვებით და ფასდაკლებით კომპლექსის სხვადასხვა რესტორანში.
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lela@wsr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.