jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავება;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კომპანიის ცნობადობისა და რეალიზაციის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული/PR კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული გეგმის ფარგლებში მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** მარკეტინგული გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგი და შედეგების პერიოდული ანალიზი;
** პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობა მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიების მარკეტინგული გზების დასახვა;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და მათზე პოზიციონირება;
** საბაზრო მდგომარეობის ტენდენციების განსაზღვრა და ანალიზი;
** კომპანიის ვებგვერდის და სოციალური ქსელების განვითარება და ადმინისტრირების მონიტორინგი;
** რეგიონულ წარმომადგენლობასთან, "ტოიოტა კავკასიასთან" აქტიური კომუნიკაცია და მათი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული დოკუმენტაციის წარმოება იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან ერთად.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"ტოიოტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1499

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |