jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/მართვა;
** მარკეტინგისა მიმართულებით სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი, ახალი ბაზრების მოძიება და საფასო პოლიტიკის წარმართვა;
** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის კვლევის წარმოება არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ. ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** პროდუქციის წარსადგენი მარკეტინგული სამუშაოების დაგეგმარება და განხორციელება;
** ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში (სარეკლამო, PR და სხვ.);
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის დაგეგმვა და მათი საქმიანობის მართვა, მათ შორის სისტემური კონტროლის/მონიტორინგის წარმოება;
** კომპანიის სხვადასხვა რგოლთან ეფექტური კომუნიკაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მონათესავე სფეროებში;
** აუცილებელია მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადების გამოცდილება;
** აუცილებელია მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმარების გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის არხების ცოდნა (დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვისა და კონტროლისათვის);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი.

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |