jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: HR მენეჯერი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 03.11.2024
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემის შექმნა და პერიოდული დახვეწის მიზნით ახალი იდეების გენერირება
** თანამშრომლების წახალისების მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება
** კორპორატიულ კულტურაზე ზრუნვა და მისი დაცვის უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესების განხილვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე ორგანიზაციულ სტრუქტურაში და სამუშაო აღწერილობებში ცვლილებების შეტანა
** ხელფასების ან/და თანამშრომლებისთვის გადასახდელი სხვა სახის ანაზღაურების ადმინისტრირება, დაანგარიშება და ბუღალტერიისთვის მიწოდება
** HR პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** შერჩევის სტრატეგიის შემუშავება და გასაუბრების/ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა
** თანამშრომლების პირადი საქმეების, ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის დაცულად შენახვის უზრუნველყოფა
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ბრძანებების და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა
თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება/დანერგვა და მართვა
** თანამშრომლების განვითარების საჭიროების გამოვლენა და საჭირო ჩასატარებელი ტრენინგების ორგანიზება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე https://hr.dapnaltd.com/formge.php



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |