jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დასუფთავების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"სუფთა სამყარო" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

"სუფთა სამყარო"-ში დასაქმებით:

** მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;
** შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს;
** გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;
** გახდებით პროფესიონალთა დიდი გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას და გვერდში დგომის იმედს;

რას გთავაზობთ?

** მზარდ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე;
** მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
** აკონტროლოს და შეაფასოს თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
** უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში;
** ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
** უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
** დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს.

მოთხოვნები და უნარები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1400 ლარი.
** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე
** დასვენების დღე: კვირა
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგარინის მოედანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |