jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"TNET" (TechnologyNetwork) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია. თინეთი"10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, Front-end დეველოპერის პოზიციაზე SuperApp-ის გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

შენი როლი თინეთში:

** მიღებული დიზაინის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა დიზაინის გუნდთან;
** ვებ დიზაინერის მიერ მოწოდებული დიზაინის შესაბამისი მარკაპის აწყობა;
** ბექისგან მოწოდებული მონაცემების დამუშავება და მოცემული დავალების შესაბამისი ლოგიკის იმპლემენტაცია React JS-ის გამოყენებით;
** არსებული გვერდების გაუმჯობესება.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** HTML5, CSS3, SCSS/SASS მუშაობის გამოცდილება;
** CSS framework (Tailwind) მუშაობის გამოცდილება;
** REST API -თან მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript/TypeScrip - ის საფუძვლიანი ცოდნა;
** React JS/Next JS -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT.
** სასურველია Back-end დეველოპმენტის გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |