jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამზარეულო სივრცის ასისტენტი
მომწოდებელი: Glovo
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"გლოვო" აცხადებს ვაკანსიას - სამზარეულოს პროცესების ასისტენტის პოზიციაზე.

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს კომპანია "გლოვო ჯორჯია ინფრასთრაქჩასთან" (Glovo) თანამშრომლობის ფარგლებში.

გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არ არის მთავარი მოთხოვნა, ჩვენ ყველაფერს შეგასწავლით სამუშაო პროცესში.

სამუშაო განრიგი: სამუშაო ცვლებში, კვირაში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში.

კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტებიც).
** ქართული ენა აუცილებელია, ინგლისური ჩაითვლება პრიორიტეტად
** სამუშაო პროცესში მუდმივი ჩართულობისა და სრული ცვლის პერიოდში საქმის შესრულების შესაძლებლობა.
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ჩაითვლება პრიორიტეტად.

მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სამზარეულოს საოპერაციო პროცესების კონტროლი
** ცვლის განმავლობაში კურიერებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში
** შეკვეთების მიწოდების და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლოს პროცესის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა
** სისუფთავისა და ჰიგიენის გეგმის პროცესურებისა და პოლიტიკის მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება/აღრიცხვა

ანაზღაურება, ხელზე ასაღები 950 ლარი.
ყოველი მომდევნო 6 თვის შემდეგ მატება ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: Teona.kartvelishvili@glovoapp.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |