jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** მაღაზიაში არსებული სიტუაციის მონიტორინგი
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება
** დარღვევების რეესტრის წარმოება
** გამოვლენილი პრობლემების ან/და დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება

მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** აკადემიური წერის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა; შესვენება - 4სთ
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |