jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა
** შესასრულებელი სამუშაოს ტექნიკური ნორმების და შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ობიექტზე პირველადი ვიზიტი;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების დოკუმენტაციის გაცნობა, ანალიზი და შეფასება მონტაჟის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
** ობიექტზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით;
** პროექტისთვის საჭირო რესურსების (შრომითი რესურსები, ხელსაწყოები, დანადგარები და სხვა) დაგეგმვა ინჟინერთან კოორდინაციაში;
** პროექტების განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა და საწყობიდან დროული მოთხოვნა;
** სამუშაოთა მიმდინარეობის და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, ნებართვის და კანონმდებლობის შესაბამისად;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, კერძოდ: აბონენტთან, დამკვეთ კომპანიასთან, მერიასთან/გამგეობასთან, საკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** პროექტთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა/ მართვა (განაწესი, განკარგულება, ჩართვის აქტი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ელექტრო სისტემებზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ენერგეტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |