jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინვესტიციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: ინვესტიციების სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ფუნქცია - მოვალეობები:

** განახორციელოს კომპანიის საინვესტიციო ხარჯების გეგმებისა და ბიუჯეტების ფორმირება (კვარტალი, წელი, გრძელვადიანი დაგეგმვა);
** კომპანიის საინვესტიციო პროგრამის (საინვესტიციო ხარჯები და საინვესტიციო ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება) განხორციელების კვარტალური ანგარიშგება;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საინვესტიციო პროექტების ბიზნეს გეგმების ფორმირება;
** ხელშეკრულების მომზადება პოტენციური კონტრაქტორი კომპანიებისთვის;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტაციის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა C1-დონეზე ;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სისხარტე და ენერგიულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ
მისამართზე: hr@lukoil.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |