საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (https://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 105-ზე მეტ ქვეყანაში (https://www.primeglobal.net).
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშ-პარასკევი
მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა
** გადარიცხვების წარმოება
** პირველადი დოკუმენტების მომზადება
მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება: ეკონომიკური
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამები: FINA-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2024 წლის 15 ნოემბერი ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ბუღალტერი-ოპერატორი".