საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარებისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებლებისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთების მიღება;
** მიღებული შეკვეთების დეტალურად/სიზუსტით პროგრამაში ასახვა;
** მომხმარებელსა და დეკორატორ-დიზაინერებთან აქტიური კავშირი;
** მონაცემთა ბაზების ყოველდღიური განახლება;
** ყოველდღიურად მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რუსული, ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!