"ბიოტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის/სოც.ქსელების ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: დეველოპერული კომპანია ბიოტა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანიას უკვე აქვს 2 დასრულებული პროექტი ბიოტა პარკი და ბიოტა დიღომი. ამჟამად კი ახორციელებს მასშტაბურ პროექტს საბურთალოზე.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ა.პოლიტკოვსკაიას ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსი) + ბონუსი; (საერთო ჯამში, მოსალოდნელი ანაზღაურება 2 000+ ლარი)
მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება
** FB/Whatsapp შემოსულ მესიჯებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლებისთვის ზუსტი პირველადი ინფორმაციის მიწოდება
** დაინტერესებული პირების საკონტაქტო ინფორმაციის, გაყიდვების მენეჯერებისთვის გადანაწილება
** დაინტერესებულ პირებთან შესახსენებელი/დამაზუსტებელი ზარების განხორციელება.
მოთხოვნები:
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** მოსმენის, მომხმარებლის საჭიროების დადგენის და კომპეტენტური პასუხის დაბრუნების უნარი
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ 20 ოქტომბრამდე ელ.ფოსტაზე: office@biota.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.