jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სსიპ "საპენსიო სააგენტო" (https://pensions.ge/ka/) აცხადებს კონკურსს სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 14.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
კონკურსის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება;
** სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების ადმინისტრირება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
** Windows-სა და Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაცია, ადმინისტრირება, პერიოდული განახლება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სისტემების სარეზერვო კოპირება, სარეზერვო კოპიების მართვა, საჭიროების შემთხვევაში მათ აღდგენა;
** Windows-სა და Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ყოველდღიური დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
** ფიზიკური და ვირტუალური სერვერების, მონაცემთა სანახაზების გამართვა, ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** კომპანიის მონაცემთა ცენტრის ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** შემდეგ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება: მაღალი მდგრადობისა (HA) და დატვირთვის ბალანსირების (Load Balansing) სისტემები; Windows Server (GUI and Core); OS Linux; Exchange Server; Fileserver; System Center Products (SCSM, SCCM, SCOM); IIS servers/IIS hosting; DHCP Server; Terminal Server; Active Directory; DNS; Certificate Authority Server; Server/Client კორპორატიული ანტივირუსები; Office Web App Server; KVM; VMware ESXi; Hyper-V; Barracuda Spam and Virus Firewal; SAN;
** კორპორატიულ შემნახველ მასივები; კონვერგენტულ სისტემები;
** ბლეიდცენტრები; MS SQL სერვერთან მინიმალური გამოცდილება;
** სკრიპტების წერის გამოცდილება; Wireshark; SAN Storage და iScsi -სისტემა;
** მონიტორინგის სერვისები;
** Cloud სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** სხვადასხვა საკითხებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი.

საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.pensions.ge/

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |