jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქართული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30სთ - 18:30სთ
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 3 წელი;
** რუსული და ქართული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, კერძოდ ექსელის ცოდნა ძალიან კარგად.
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება წარმოებაში;
** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის, გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესის აღრიცხვის ჩვენება 1C-ში;
** გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოებული ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** შესყიდვების პროგრამული ასახვა;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა;
** ინვენტარიზაციის განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაშთების კონტროლი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** პროგრამაში დოკუმენტების გატარება (ზედნადები, ჩამოწერები, აღწერები და ა.შ.);
** დეკლარაციების დამუშავება.
** დირექტორისაგან/ ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com.

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |