jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში პერსონალური მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სერვისში მოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა, ავტომობილის ჩაბარება და პროცესის დაგეგმვა სერვისის მენეჯერთან ერთად;
** დეფექტაცია და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** დამატებითი სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება - პრობლემის ტიპი, მისით გამოწვეული რისკები, საჭირო ნაწილები და მათი ფასი, შესაკეთებელი სამუშაოების ხანგრძლივობა და ა.შ.
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივი შესყიდვის კოორდინაცია - განაცხადის ფორმირება და შესყიდვების განყოფილებისთვის გადაცემა;
** არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, მექანიკოსის კონსულტირება მომხმარებლისთვის საჭირო სამუშაოების შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით;
** აკუმულატორების ადგილზე მიტანისა და მონტაჟის პროცესში ჩართულობა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=585

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |