jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ფრანგული რესტორანი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

"PAUL"-ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა შეკვეთას ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით მომზადება;
** საკვები პროდუქტების დახარისხებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
** კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტის წინასწარ მომზადება;
** სამზარეულოს ინვენტარის მოხმარების ინსტრუქციების მოხმარება;
** კომპანიაში დაწესებული შრომისა და ჰიგიენის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("სუ-შეფი)"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558 10 76 76.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.

რესტორანი "PAUL" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |