სამშენებლო კომპანია "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის მოსაზიდად სტრატეგიის განსაზღვრა და დაგეგმვა;
** მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობა და ახალი იდეების გენერირება;
** მარკეტინგული გეგმის განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი და რეპორტინგი;
** პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** სარეკლამო და კვლევით ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
** არსებული ბაზრის კვლევა/ანალიზი;
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
** ანაზღაურება: 2500 ლარი NET + ყოველთვიური ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.