jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge)ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:http://www.amboli.ge http://www.facebook.com/amboli.ge/?fref=ts

"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 64.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი - ქ. თბილისი

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლი"-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |