jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო სტროფი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სასტუმრო "სტროფი" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში, ლადო ასათიანის 9 ნომერში და აერთიანებს 28 ინდივიდუალურ ოთახს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00/07:30-დან 13:00/13:30-მდე
ანაზღაურება: 700-750 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვების ობიექტის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** საუზმის გაწყობა და დასრულებისას ალაგება;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** საუზმეზე არსებული პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმართათვის თავაზიანი და სწრაფი მომსახურების გაწევა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პრეზენტაბელურობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: info@strofihotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "სტროფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |