jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 09:00სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი;

ფუნქციები:

** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის რაოდენობის/წონის შეკვეთის ფურცელზე მოცემულ რაოდენობებთან/წონასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
** შემოწმების შედეგების აღრიცხვა, საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
** პალეტზე პროდუქციის განთავსების, სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შეფუთვის ფორმის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და კონტროლი, უზუსტობის ან სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორებაში ჩართულობა;
** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** საწყობის ინვენტარის (ყუთები) აღრიცხვა, მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება საწყობის ოპერატორებისთვის.

მოთხოვნები:

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია რითეილ ლოგისტიკაში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია რითეილ ლოგისტიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |