ზოომაღაზიათა ქსელი "სმარტპეტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის/გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო საათები: 10:00-21:00
სამუშაო დღეების რაოდენობა: თვეში 15/16 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელზე თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა)
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** პროდუქციის მიღება;
** შეკვეთების გაკეთება;
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ყურადღება მიექცევა რამდენად აქტიურია გაყიდვების მხრივ კანდიდატი.
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@smartpet.ge. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.