jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: არაკომერციული შესყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
სამუშაო ლოკაცია: ისანი, ნავთლუღის ქუჩა #39/41
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მონაცემების და ნომენკლატურების პროგრამაში (1C) რეგისტრაცია.
** შესყიდვებთან დაკავშირებული გადარიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, დასტურების მიღება და ბუღალტერიისთვის მიწოდება.
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა.
** საწვავის ლიმიტების ბაზების აფდეითი და კონტროლი, საწვავის ლიმიტის დარიცხვის უზრუნველყოფა.
** მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯთააღრიცხვების წარმოება.
** საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია ფინანსების მიმართულებით).
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
** აუცილებელია 1C მუშაობის გამოცდილება.
** MS Office ცოდნა

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "არაკომერციული შესყიდვების ოპერატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2024 წელი
გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |