jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტო სესხების გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის (ავტო სესხების გაყიდვების ოფიცერი) პოზიციაზე ქ. მარნეულში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტისათვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
** სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
** ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
** ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** არსებული კლიენტების მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების ოფიცერი - მარნეული".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |