jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:

** სააღრიცხვო პროცესების ორგანიზება და სტანდარტიზება;
** ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციების, ანგარიშსწორებების განხორციელება და მათი დადგენილი სტანდარტების მიხედვით აღნუსხვა;
** ეროვნულ ბანკთან და საგადასახადო ორგანოებთან დოკუმენტბრუნვის ორგანიზება დადგენილი წესის მიხედვით;
** ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის სათანადოდ, დადგენილი წესის მიხედვით არქივაცია;
** ბანკის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA (F1, F2, F3 - აუცილებელი მოთხოვნა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული და ენების კარგი ცოდნა;
** მეთოდოლოგიური დოკუმენტების შექმნის უნარი;
** განათლება;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში /ეკონომიკაში.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge.

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |