jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და კვების პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, ისააკიანის ქუჩა # 1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხანა)
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00;
დაქვემდებარება - ფინანსური დირექტორი
შერჩევის ეტაპი: ტესტირება, გასაუბრება.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება.
** ყოველდღიური და პერიოდული რეპორტების გენერირება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** ყოველთვიური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში ჩართულობა.
** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი და ანალიტიკა გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით.
** ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვანა;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება.
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების და/ან ფინანსების მიმართულებით;
** იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობის და მონაცემთა დამუშავების გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა (advance დონე);
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკურად აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (ანალიტიკოსი) რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

ჩვენ გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |