"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საჭიროებისამებრ თანამშრომლების გადაადგილება დანიშნულების ადგილზე, წინასწარ შეთანხმებული მარშრუტების მიხედვით.
** სათაო ოფისსა და სხვა ფილიალებს შორის დოკუმენტების ტრანსპორტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლიანი.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი. მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET-ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge ან დაგვიკავშირდეთ: 595 25 61 43 არაუგვიანეს 2024 წლის 15 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.