jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქართული პროგრამის მასწავლებლის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ქართული პროგრამის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

სკოლის შესახებ:

"ევროპული სკოლა" არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

თანამდებობის მიზანი: ქართული პროგრამის კლასის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
** საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
** მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
** ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის შესახებ;
** სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობილება;
** ყურადღებიანობა;
** დაკვირვებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge სათაურის ველში მიუთითეთ "ქართული პროგრამის ასისტენტი"

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |