jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: რენოვე
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის, აბაზანის ინვენტარის, რადიატორებისა და იატაკის საფარის იმპორტიორი კომპანია "რენოვე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია (პირადად ან დისტანციურად), პროდუქციის შეთავაზება, პრეზენტაცია და რეალიზაცია;
** შოურუმში პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის სისწორის უზრუნველყოფა;
** პირველადი სარეალიზაციო დოკუმენტების შედგენა სააღრიცხვო სისტემაში და საგადასახადო დოკუმენტებთან მუშაობა;
** გაყიდული პროდუქციის გაცემა;
** სარეალიზაციო პროდუქციის დაზიანების ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სამშენებლო-სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft office პროგრამების (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 47.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე info@renove.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |