"მწვანე სკოლის" ნაძალადევის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის სივრცეში ტექნიკური გაუმართავობების ოპერატიულად აღმოფხვრა;
** დაზიანებული ინვენტარის შეკეთება, დაკომპლექტება, განახლება;
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმილ ვადებში ხარისხიანად შესრულება;
** ტექნიკური საქონლის მარაგების მართვა;
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროის სწორად მართვა.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenschool.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 52 00 08