jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს დროებით ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** დაზღვეულებისგან შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;
** სადაზღვევო შიდა პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
** სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |