jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის მოლარე
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

შპს "ალტა" წარმოადგენს უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭდვა;
** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
** მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
** სალაროს წარმოება;
** მომხმარებლის უნაღდო ანგარიშსწორება;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სალაპარაკო დონეზე იცოდეს ინგლისური და რუსული ენები;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |