jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომსახურების კვლევის ოპერატორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 14 ნოემბერი

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების კვლევის ოპერატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 5 დღე (გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია)

ძირითადი მოვალეობები:

** ზუმერის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა გამავალი ზარების საშუალებით;
** სერვის ცენტრის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა გამავალი ზარების საშუალებით;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის კვლევაში მონაწილეობა;
** მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან დავალების დაფიქსირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** CRM - პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
** სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს, ტრენინგებსა და თიმბილდინგებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/fU4fhCSHua



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |