შპს "პსპ ფარმა" აცხადებს რეცეფციის თანამშრომლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული პირების დახვედრა და გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
** ინფორმაციის ჩანიშვნა და ადრესატისთვის დროული გადაცემა;
** შემომავალი კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, განაწილება და ადრესატისთვის გადაცემა;
** ახალი თანამშრომლების დარეგისტრირება სპეციალურ პროგრამაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** დროის მართვა;
** დისციპლინა;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2024 წელი.