jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იკონ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

დეველოპერული კომპანია "იკონ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა
** საბუღალტრო გატარებების წარმოება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა, მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
** ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციისთვის ინფორმაციის მომზადება
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში, გადარიცხვების განხორციელება
** ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან და საგადასახადო ორგანოებთან
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პროგრამების ცოდნა (Fina;excel;word)

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@ikon.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |