"Swissotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში:მიმტანის და რუმ სერვისის მიმტანის პოზიციაზე.
ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო "Swissôtel Tbilisi" ეძებს მიმტანს და რუმ სერვისის მიმტანს, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში!
Swissôtel -ი არის შვეიცარიული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და მათი დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** პროგრამა Micros-ში მუშაობა
** სტუმრის კეთილგანწყობაზე ზრუნვა
** ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა
** სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება
** კვება
** დაზღვევა
** ტრანსპორტირება დილის და ღამის საათებში
** საბონუსე სისტემა
** ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
მიმტანის სამუშაო გრაფიკი: 5/2 ზე 9 საათი (აქედან ერთი საათი შესვენება)
რუმ სერვისის მიმტანის სამუშაო გრაფიკი 2/2 ზე 12 საათი (აქედან 1 საათი შესვენება)
სამუშაო ადგილი: სასტუმრო, "Swissôtel Tbilisi" - სოლიკო ვირსალაძის N3
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tamar.jincharadze@accor.com.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. მიმტანი, რუმ სერვისის მიმტანი.
"Swissôtel Tbilisi" გისურვებთ წარმატებას!