სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის დიზაინერის პოზიციაზე, ბათუმში.
მე, მაია ოთიაშვილი, ბათუმის ფილიალის მარკეტის მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2016 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი:
** 1C პროგრამას
** პროდუქციებს და მის მახასიათებლებს
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობას
დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები:
** კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის ეფექტური მართვის უნარი;
ამ მცოდნის მქონე კოლეგის შემოსავალი რამდენიმე ათასია, კანდიდატი აქ მიიღებს ამ სექტორში ყველაზე დიდ გამოცდილებას, ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა და გაყიდვების გეგმების შესრულება;
** მომხმარებლებისთვის 3D დიზაინის პროგრამული აწყობა, კვადრატულობის დაანგარიშება, ფერების შეხამება და
სრული დამუშავება;
** მომხმარებელს მომსახურება კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, კატალოგში პროდუქციის ასორტიმენტის
გაცნობა/შეთავაზება;
** ჰიპერმარკეტში მოქმედი შესაბამისი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლის სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და ვაიზერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/აქციების განხორციელება;
** საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებებს!