jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: წარმოების პერსონალი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების პერსონალის პოზიციაზე!

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს: https://www.facebook.com/tortibela

აღწერილობა:

საკონდიტრო "ბელა"-ში მზადდება მრავალი სახის ტორტი თუ ნამცხვარი. წარმოების პერსონალი, საწარმოს სხვადასხვა უბანზე, შესაბამისი ეკიპირებითა და ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვით ამზადებს პროდუქციას.

მამაკაცები და ქალბატონები საწარმოში დასაქმებულნი არიან სხვადასხვა უბნებზე: ცხობა, კრემის ხარშვა, დაკრემვა, გაფორმება, ჩალაგება, კონდიტერია, დიზაინი და სხვა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 08:00 საათიდან 17:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 910-დან 1500 ლარამდე, სამუშაო სპეციფიკის და გამოცდილების გათვალისწინებით, საქმის ადგილზე შესწავლით;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

გთავაზობთ:

** უფასო კვებას;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

მოვალეობები:

** კონკრეტულ უბანზე: ცხობა, კრემის ხარშვა, ჩალაგება, დაკრემვა და სხვ. შესასრულებელი სამუშაოს შესრულება;
** საწარმოში არსებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |