"აერო ჰენდლინგ ჯორჯიას" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მგზავრთა რეგისტრაციის სამსახურის მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ.
პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" დაარსდა 2023 წლის დასაწყისში. იგი აერთიანებს 250-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება, როგორც ქართულ, ისე, უცხოურ ავიაკომპანიებს.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ანაზღაურება საწყისი 1000 ლარი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა;
** სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა);
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეგისტრაციო დახლებთან მგზავრთა მიღება;
** რეგისტრაციის პროცესის წარმართვა;
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის ფრენის დროის, ბორტის ცვლილების, შეფერხებებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ჩასხდომის ბარათების დამუშავება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის უზრუნველყოფა;
** სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრების მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** სატრანსფერო მგზავრების ინფორმაციის მიწოდება, ტრანსფერის შეფერხების გარეშე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** დაგვიანებულ ან გაუქმებულ რეისზე მგზავრებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პირობის შექმნის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება hr@ahgeorgia.com
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებებს!